Saturday, June 18, 2022

17.06.2022 სსიპ ქალაქ გორის № 2, 4, 6, 9 და 11 სკოლების მიერ ერთობლივად ჩატარადა საქალაქო კონფერენცია თემაზე - ოლიმპიზმი საკითხი - "თავისუფალი ჭიდაობა, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის შემდეგ". მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია. მოწვეულ იქნა აღნიშნული სკოლების დირექცია და სტუმარი ოლიმპური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი.. პროექტის მიზანი: 1. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და დამკიდრება. 2. მოსწავლეთა დაინტერესება და მსობრივი ჩართვა სასკოლო სპორტულ აქტივობებში. 3. თეორიული სწავლების ხელშეწყობა. 4. სკოლებს შორის მოსწავლეთა მეგობრობის ხელშეწყობა. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის დასრულების შემდგომ კონფერენცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებსა და სტუმარს შორის, რამაც უფრო საინტერესო გახადა კონფერენციის მსვლელობა.. დასრულების შემდეგ მოხდა მოსწავლეებისა და მოწვეული სტუმრის დაჯილდოვება სიგელითა და სერთიფიკატებით.


















 

Friday, November 22, 2019

2019 წლის 22 ნოემბერს პოექტის ფარგლებში "ცურვა - ჯანსაღი ცხოვრების ნაწილი" გორის N 11 საჯაროს სკოლის მოსწავლეები ( III - IV - V - VI კლასები ) სპორტის პედაგოგომა შოთა გორდაძემ აღნიშნული კლასების მოსწავლეები წაიყვანა გორში არსებულ საცურაო აუზში "აქვა ბეიბი".
სხვა მოსწავლეებთან ერთად პროექტში მონაწილეობა მიიღეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებმა და სსსმ მოსწავლეებმა.
აღნიშნული პროექტის სრულიად უსასყიდლოდ განხორციელებასა და მოსწავლეთათვის ლამაზი და დაუვიწყარი დღის ჩუქებისთვის, მადლობას ვუხდით აუზის დირექციას და მასწავლებელს ეკა ფხიკიძეს, ასევე N11 საჯაროს სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.